Tuesday, 5 February 2013

გამოკითხვა

გადავწყვიტე გამეგო სხვადასხვა ფენისა და ასაკის ადამიანების აზრი აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით და ჩავატარე გამოკითხვა. 



გამოკითხვა ჩავატარე რუსთაველზე ყოფილი ფოსტის შენობასთან. 

გამოკითხვა ჩავატარე იმ ადამიანებში, რომლებიც იყვნენ 21 წლიდან ზემოთ

 და ვუსვამდი შემდეგ კითხვებს:

უნდა იყოს თუ არა კაზინოები საქართველოში. უთამაშიათ თუ არა თვითონ

 და თუ არა აპირებენ თუ არა ოდესმე თამაშს.

გამოკითხულთა დაახლოებით 60-მა პროცენტმა მიპასუხა რომ უთამაშია 

დაახლოებით 40-მა პროცენტმა კი მიპასუხა, რომ არ უთამაშია თუმცა მათი 

~უმეტესი ნაწილი არ გამორიცხავს იმას, რომ შეიძლება ითამაშოს. ხოლო რაც

 შეეხება იმ კითხვას უნდა იყოს თუ არა კაზინოები საქართველოში, 

გამოკითხულთა დაახლოებით 40 პროცენტი, რომლებმაც თქვეს, რომ არ 

უთამაშიათ, ამბობს რომ სულერთია მათთვის დახურავენ თუ არა კაზინოებს.

 ხოლო გამოკითხულთა 60%-ის უმრავლესობა, რომლებიც გამოგვიტყნენ,

 რომ უთამაშიათ თვლიან, რომ აუცილებლად უნდ ადაიკეტოს კაზინოები.
კაზინოები საქართველოში (ჰიპერლინკებით)

ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი

- აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება არის ქრონიკული დაავადება. 

როგორც ნარკოტიკული საშუალებების რამდენჯერმე გასინჯვის შემდეგ 

ადამიანი ხდება მასზე 

დამოკიდებული, ასევეა აზარტული თამაშების შემთხვევაშიც. 

აზარტული თამაშების დროს, ადგილი აქვს არაქიმიური დამოკიდებულების

 ფორმას, ანუ ფსიქიკურ მიჯაჭვულობას, როცა ადამიანი თავის ქცევას ვეღარ

 აკონტროლებს. ფიზიკური დამოკიდებულების დროს ადამიანის ორგანიზმი

 ეჩვევა ამა თუ იმ პრეპარატს, ქიმიურ ნივთიერებას და ხდება მასზე

 დამოკიდებული. უკონტროლო ქცევას ეწირება ადამიანის ცხოვრების სხვა

 ღირებულებები. აზარტული თამაშები დაკავშირებულია ფინანსურ

 დანახარჯებთან და ამის შედეგად ადამიანი მიდის ფიზიკურ ბანკროტამდე.

 თამაშებში ჩათრეული ადამიანი კარგავს საცხოვრებელს, სხვა მატერიალურ ღირებულებებს და საბოლოოდ, სულიერ განადგურებამდე მიდის.

მსახიობი ზურა ყიფშიძე

- აზარტული თამაშებით დაინტერესება იგივეა, რაც ჭაობში ფეხის ჩადგმა. ადამიანს ისე შეიყოლიებს, რომ ამ სიბინძურედან გამოსვლა შემდეგ ძალიან უჭირს. ხშირად ვყოფილვარ კაზინოში, როგორც ჩვენს ქვეყანაში, აგრეთვე უცხოეთშიც. კონკრეტულად თანხა არ მახსოვს, მაგრამ უფრო მეტი, რა თქმა უნდა, წამიგია, ვიდრე მომიგია.

მამა დავითი

- როდესაც ადამიანი აზარტული თამაშებისკენ არის მიდრეკილი, ეს ნიშნავს, რომ იგი შეპყრობილია ეშმაკით. მოთამაშე თავისი ნებით იღუპავს სულს. უნდა გვესმოდეს, რომ ადამიანი როდესაც კაზინოში, ტოტალიზატორში ან სხვა მსგავს დაწესებულებაში შედის, ამით ეშმაკს დღესასწაულს უძღვნის. აზარტული თამაშების გამო, მრავალი ადამიანი წარწყმედილა, დაღუპულა და ამით ნაშოვნი ფული ყოვლად მიუღებელია. როგორც პავლე მოციქული ამბობს, ვინც არ შრომობს, მან არ ჭამოს, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარი ოფლით ნაშრომი ფულით უნდა არჩინოს კაცმა ოჯახი და არა კაზინოში თუ ტოტალიზატორში მოგებულით, მით უმეტეს, როცა ამგვარ დაწესებულებაში მისვლით, აზარტული მოთამაშე პირიქით, იქით აგებს ფულს და არა იგებს. ადამიანი ფულის მოყვარეა, ეშმაკი ამით სარგებლობს და უბრალო მოკვდავს ამდაგვარ საცდუნებელს აძლევს. მაგრამ თუ კაცი ძლიერია, უფლის მოშიშია, ცხოვრობს ქრისტიანულად, ლოცულობს, მარხულობს, მასზე ეშმაკი ვერასდროს გაიმარჯვებს.

ვახტანგ ტატიშვილი, ანსამბლი “ივერია”

- მე თუ მკითხავთ კაზინოში, ტოტალიზატორში და სხვა ამგვარ დაწესებულებებში ნორმალური კაცი საერთოდ არ უნდა შედიოდეს. კაზინოში ჰოლანდიაში, აშშ-სა და საქართველოშიც ვყოფილვარ. ძირითადად, “რულეტკა” მითამაშია, ისიც დიდ ფულზე არასდროს. დავდებდი ჯერ ცოლის დაბადების დღის რიცხვზე თანხას, შემდეგ შვილების და ა.შ. სადამდეც მეყოფოდა. გამითავდებოდა ფული და მოვდიოდი ჯიბეგაფხეკილი სახლში. მაქსიმუმ 100-200 დოლარით თუ წავსულვარ კაზინოში. ძალიან იშვიათად ყოფილა, ფული რომ მომეგოს. ერთხელ იყო შემთხვევა და 400 დოლარი მოვიგე. რა თქმა უნდა, წაგება უფრო ხშირად მქონია, ვიდრე მოგება. ხშირად მეგობრები, ანსამბლის წევრები ვიკრიბებით და პრეფერანსს ვთამაშობთ. ეს არის ჩემი გართობა. როდესაც უცხოელი სტუმარი გვყავს და მას კაზინოში წასვლა სურს, ხშირად ამიტომ მივდივართ ხოლმე. ბოლო 2-3 წელიწადია, კაზინოში საერთოდ არ ვყოფილვარ. თუ მაინცდამაინც, ჯანდაბას, კაზინოები იყოს, ოღონც ქალაქგარეთ. უცხოეთში ეს ძალიან მიღებული პრაქტიკაა. ვისაც ფული აქვს, ჩაიდებს ჯიბეში 5-10 ათას დოლარს, წავა, მაგალითად, გუდაურში და ითამაშებს. აბა, ჩვენთან, გენაცვალე, ვიღაც გაჭირვებული 10 ლარით შედის კაზინოში და ჰგონია, 100 ლარს მოიგებს. ამ დროს კი ისე გამოდის, რომ “მარშრუტკის” ფულიც არა აქვს, სახლში რომ დაბრუნდეს. ასეთ ფეშენებელურ კაზინოს რომ აშენებს კაცი, ხარჯავს მილიონობით დოლარს, სულელი იქნება, მოთამაშეებს ფული რომ მოაგებინოს. ალბათობა იმისა, რომ მოთამაშემ კაზინოში ფული მოიგოს ძალიან მცირეა. მოგეხსენებათ, რომ კაზინოში არც საათი არსებობს და არც ფანჯარა, აზარტში მყოფ ადამიანს დროის განსაზღვრა აღარ შეუძლია და მიდის უკანასკნელი გროშების დახარჯვამდე. იშვიათად მეგულება ადამიანი, თამაშისას საკუთარი თავის კონტროლი რომ შეეძლოს.
ლუდომანი, იგივე აზარტული თამაშების მოყვარული ადამიანი ჩვენს 

ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა. იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის 

გარემოცვაში აზარტული თამაშების მანიით შეპყრობილი ერთი ადამიანი 

მაინც არ იყოს. სამწუხარო ის არის, რომ ლუდომანიით დაავადებული 

ადამიანი ხშირად მთელი ფინანსური რესურსის დაკარგვის სანაცვლოდ 


იღებს აზარტით მინიჭებულ სიამოვნებას. ხშირია ფაქტები, როდესაც 

მოთამაშეს უძრავი თუ მოძრავი ქონების გაყიდვით აღებული ფული წაუგია 

კაზინოში და თვითმკვლელობით დაუსრულებია სიცოცხლე.…


რამდენად შესაძლებელია აზარტული თამაშებისგან 
ფსიქოდამოკიდებულების მოხსნა და რამდენად დიდი ზიანი მოაქვს აზარტს
 ლუდომანებისთვის – მოდით ამ თემაზე სხვადასხვა პროფესიის
 ადამიანების
 აზრიც გავიგოთ