ჩარლზს ფეი და თავისუფლების ზარი
სლოტების ისტორია იწყება პირველი მექანიკური სლოტის მანქანით, რომელსაც თავისუფლების ზარი ერქვა. იგი 1895 წელს გამოიგონა ავტომობილის მექანიკოსმა ჩარლზს ფეიმ (ცხოვრების წლები 1862-1944) შეერთებული შტატების ლამაზი ქალაქი სან ფრანცისკოდან. თავისუფლების ზარს ჰქონდა 3 მბრუნავი დისკო. ამ 3 მბრუნავ დისკოზე გამოსახული იყო კარტების სიმბოლოები, კერძოდ ჯვარი, აგური, ყვავი და გული, ხოლო დამატებით თითო დისკოს ჰქონდა დახატული თავისუფლების გაბზარული ზარი. იმ შემთხვევაში თუ სამივე დისკოზე ერთად ეს გაბზარული თავისუფლების ზარი ამოვიდოდა, მოთამაშე იგებდა ყველაზე დიდ ფსონს, რაც ჯამში ორმოცაათ ცენტს უდრიდა (ანუ სულ 10 ცალი 5 ცენტიანი მონეტა).
ორიგინალური, პირველი და განუმეორებელი თავისუფლების ზარის ხილვა დღესდღეობით შესაძლებელია Liberty Belle Saloon & Restaurant რესტორანში ამერიკის შეერთებული შტატების ნევადის შტატის ქალაქ რენოში. ჩარლზს ფეის მიერ შექმნილი სხვა განთქმუნი სლოტ მანქანები არის Draw Power, Three Spinde და Klondike. 1901 წელს ჩარლზს ფეიმ გამოიგონა პირველი პოკერის აპარატი. მისივე სახელთან არის დაკავშირებული ყალბი მონეტების შესამოწმებელი ავტომატური დანადგარის გამოგონებაც, რომელიც ამოწმებდა აპარატში ჩაშვებული ხურდის სინამდვილეს, რათა არ მომხდარიყო ყალბი მონეტების და სუროგატების მიღება. ფეი აქირავებდა თავის აპარატებს სხვადასხვა ბარებსა და სალუნებში და 50% იან მოგების წილს იღებდა მეპატრონეებისგან.
No comments:
Post a Comment